Accessibility links

logo-print

თეთრ სახლში გაიმართა შეხვედრა ტერაქტის გლობალურ საფრთხესთან დაკავშირებით


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში, თეთრ სახლში გაიმართა მაღალი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრა ტერორისტული თავდასხმის გლობალურ საფრთხესთან დაკავშირებით. საფრთხის გამო შეერთებულმა შტატებმა დროებით დახურა დიპლომატიური მისიები ისლამურ ქვეყნებში და გამოაცხადა მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. თეთრ სახლში გამართული შეხვედრის თემა იყო ინტერპოლის მიერ გამოცხადებული განგაში განვლილი თვის განმავლობაში ციხეებიდან ალ-ყაიდის წევრი ასობით ექსტრემისტის გაქცევის გამო. ექსტრემისტები საპატიმროებიდან გაიქცნენ ცხრა ქვეყანაში, მათ შორის ერაყში და პაკისტანში. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სიუზან რაისი. შეხვედრას არ დასწრებია პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მაგრამ, ცნობების თანახმად, მას დაწვრილებით გააცნეს განხილული საკითხები.
XS
SM
MD
LG