Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში წყალდიდობამ ათობით ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს ქაბულში და აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე პროვინციაში, სადაც ძლიერმა წყალდიდობამ ათობით ადამიანი შეიწირა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში 500-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. წყალდიდობა გამოიწვია ძლიერმა წვიმებმა ქაბულში, ხოსტის, კონარის, პაქტიის და ნანგარჰარის პროვინციებში. შაბათს მარტო ნანგარჰარში დაიღუპა, სულ ცოტა, 19 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმები რეგიონში კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG