Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ 16 ადამიანი დაჭრა


ავღანეთში ძლიერმა აფეთქებამ 16 ადამიანი დაჭრა. აფეთქება მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ჯალალაბადში - ქალაქში, სადაც წინა დღეს აფეთქება მოეწყო ინდოეთის საკონსულოსთან. უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, კვირას აფეთქება მოხდა ჯალალაბადის ცენტრში - გზაზე, როცა იქ პროკურორის, ბადულ ყაიუმის ავტომანქანამ ჩაიარა. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ცნობით, დაჭრილებს შორის არიან პროკურორი, მისი სამი მცველი და 12 სამოქალაქო პირი. წინა დღეს, ჯალალაბადში ინდოეთის საკონსულსთან მოწყობილმა აფეთქებამ ცხრა სამოქალაქო პირი შეიწირა. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ ორ აფეთქებაზე. ჯალალაბადზე - ნანგარჰარის პროვიცნიის დედაქალაქზე - გადის გზა, რომელიც პაკისტანის სასაზღვრო რეგიონსა და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს აკავშირებს.
XS
SM
MD
LG