Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევს საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავედ მიაჩნია


რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავედ მიაჩნია, მაგრამ ფიქრობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ამოცანაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ლიდერზე. მედვედევმა ეს და სხვა მოსაზრებები გამოთქვა რუსეთის ინგლისურენოვან სახელმწიფო ტელევიზია RT-თან (Russia Today) ინტერვიუში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით ჩაწერეს. ამავე ინტერვიუში მედვედევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, შეაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება. მედვედევი შეეხო აგვისტოს ომის დროს მედიის როლსაც და საინფორმაციო საშუალებების ნაწილი „პროპაგანდაში“ დაადანაშაულა, ომში აგრესორად რუსეთის წარმოსახვის გამო. „მსოფლიოში ძალიან ცნობილი, პატივცემული, ავტორიტეტიანი საინფორმაციო საშუალებების დიდი ნაწილის მუშაობაში - პროპაგანდა იყო 90% და მხოლოდ 10% - სიმართლე. იმაში, თუ როგორ იქცეოდა ცალკეული საინფორმაციო საშუალება იმ პერიოდში, იყო ცინიზმის კოლოსალური ელემენტი, როცა შავს ეძახდნენ თეთრს, რუსეთს მართლაც აცხადებდნენ აგრესორად", - განაცხადა დმიტრი მედვედევმა რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG