Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მუსლიმურ ქვეყნებში 20-ზე მეტი დიპლომატიური მისია დახურა


აშშ-მა კვირას დახურა 20-ზე მეტი დიპლომატიური მისია მუსლიმურ ქვეყნებში, ექსტრემისტების თავდასხმების საფრთხესთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების საელჩოები და საკონსულოები დაიხურა, მაგალითად, ბაღდადში, კაიროში, ქაბულში. ცნობების თანახმად, განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მიმართავენ იემენში, სადაც შეერთებული შტატების გარდა, საელჩოები დახურეს ბრიტანეთმა საფრანგეთმა და კანადამ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საელჩოები შესაძლოა, სხვა დღეებშიც დაიხუროს. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ვაშინგტონში გაიმართა მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრა ტერორისტული თავდასხმის გლობალურ საფრთხესთან დაკავშირებით. საფრთხის გამო შეერთებულმა შტატებმა, დიპლომატიური მისიების დროებით დახურვის გარდა, გამოაცხადა მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ.
XS
SM
MD
LG