Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთსა და პაკისტანში წყალდიდობამ 70-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ავღანეთსა და პაკისტანში 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად. სტიქიამ სახლ-კარის გარეშე დატოვა ათასობით ადამიანი. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით სახლის დაინგრა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ცხრა პროვინციაში, აგრეთვე ქაბულის ზოგ რაიონში. ხოლო მეზობელი პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, წყალმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 30 ადამიანი. მძიმედ დაზარალდა პაკისტანის უდიდესი ქალაქი კარაჩი, სადაც, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა. კარაჩიში ქუჩების ნაწილი დაბლოკილია, ელექტროენერგია არ მიეწოდება ბევრ რაიონს. სინოპტიკოსების მონაცემებით, ძლიერი წვიმები კიდევ 48 საათი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG