Accessibility links

logo-print

წინასასამართლო სხდომა გაიმართება სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე


სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ამ საქმეზე დაკავებული ცხრა მაღალჩინოსნიდან შვიდი გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია. პროკურატურა დღევანდელ პროცესზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ორი პირის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიება შპს „მექანიზატორის“ თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG