Accessibility links

რუსეთში ბუნების დაცვის აქტივისტები თაღლითობაში სცნეს დამნაშავედ


თაღლითობაში სცნეს დამნაშავედ ბუნების დაცვის აქტივისტები გელენჯიკში, რუსეთის შავი ზღვისპირა ქალაქში. რუსეთის მედიის ცნობით, ოთხ პირს 8-დან 13 წლამდე, სხვადასხვა ვადით, პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი შარშან თებერვალში დააპატიმრეს, როცა ამ რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის და პატრიარქის საზაფხულო აგარაკების მშენებლობის გარემოებებს იკვლევდნენ. არ არის ცხადი, სად გამოუტანეს მათ განაჩენი. სასამართლომ აქტივისტები დამნაშავედ სცნო თაღლითობაში, რომ მიიღეს არსებითი რაოდენობის თანხები სამშენებლო ფირმისგან, რათა უკანონობა დაემალათ. ბრალდებულები უარყოფენ დანაშაულს და აცხადებენ, რომ მათ საპატიმროში სცემდნენ და აწამებდნენ.
XS
SM
MD
LG