Accessibility links

logo-print

თურქეთში დაიწყო სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებულთა განაჩენების გამოტანა


თურქეთის სასამართლომ დაიწყო განაჩენების გამოტანა 275 ადამიანისთვის, რომლებიც მთავრობის დამხობის შეთქმულებაში მონაწილეობა ბრალდებათ. 21 პირს განაჩენი უკვე გამოუტანეს, მათ 20 წლამდე სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენები ინდივიდუალურად იქნა გამოცხადებული. ბრალდებულთა შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, სხვათა შორის ყოფილი სარდალი ილქერ ილქერ ბაშბუგი, ასევე იურისტები, მეცნიერები და ჟურნალისტები. ბაშბუგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. წაყენებულ ბრალდებათა შორის არის „ტერორისტულ გაერთიანება“ „ერგენექონში“ წევრობა, ასევე ცეცხლის გაჩენა, იარაღის უკანონო შენახვა და პრემიერის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ შეირაღებული ამბოხებისკენ წაქეზება. თურქეთის სეკულარულმა ოპოზიციამ დაგმო სასამართლო, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა დადუმების მიზნით გაჩაღებული ბრძოლა.
XS
SM
MD
LG