Accessibility links

ყანდაარში საქონლის ბაზარზე აფეთქებისას ოთხი ადამიანი დაიხოცა


ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარის საქონლის ხალხმრავალ ბაზარზე მოწყობილი აფეთქების შედეგად ოთხი სამოქალაქო პირი დაიხოცა. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, ჯავედ ფაიზალმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა კალათში იყო დამალული. მან ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ინციდენტის შედეგად 22 პირი დაშავდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG