Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ნორლანდი: არა მგონია, თანამედროვე სახელმწიფოში ბერლინის კედლისთვის იყოს ადგილი


არა მგონია, რაიმე გამართლება ჰქონდეს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას - განაცხადა დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს აზრი ტელეკომპანია Russia Today-სთან რუსეთის პრემიერ-მინისტრის ინტერვიუზე. რიჩარდ ნორლანდის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ბევრი კვლევა ჩატარდა და ყველა აღიარებს, რომ შეცდომები ყველა მხარემ დაუშვა. ელჩის განცხადებითვე, აშშ აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის გონივრულად მოგვარების პროცესში და მისი ყურადღება მიმართულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებისკენ. ”მაგრამ მოკლევადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ასპექტები, რათა ადამიანებმა ადმინისტრაციული საზღვარი დაბრკოლების გარეშე გადალახონ. არა მგონია, თანამედროვე სახელმწიფოში ბერლინის კედლისთვის იყოს ადგილი" - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG