Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი: მეამბოხეებს „რკინის მუშტით“ უნდა შევებრძოლოთ


სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი თვლის, რომ ოპოზიციონერ მეამბოხეებთან პოლიტიკური დიალოგი შეუძლებელია. ასადი „რამადანის თვის“ დასრულების საზეიმო შეხვედრაზე გამოვიდა მოწოდებით, ოპოზიციონერ მეამბოხეებს „რკინის მუშტით“ შევებრძოლოთო. აბასმა მეამბოხეებს უწოდა „ტერორისტები“ ხოლო სირიის რევოლუციურ და ოპოზიიურ ძალებს „ჩაშლილი მცდელობა, რომელიც ვერავითარ როლს ითამაშებს“ სირიის კრიზისიდან გამოსვლის საქმეში. ასადის თქმით, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, მათი ქვეყანა კანონ მამართოს თუ „ქურდებმა და ბანდიტებმა“. საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ სირიის შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლის რაოდენობამ, ორივე მხარეს, ასი ათასს მიაღწია.
XS
SM
MD
LG