Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩია. პირველი სექტემბრიდან ემზარ გოგუაძე შეცვლის ლევან გახელაძეს. საბჭოს ხელმძღვანელის არჩევნებში 10 წევრი მონაწილეობდა. ემზარ გოგუაძემ ცხრა ხმა მიიღო, ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა. გოგუაძის განცხადებით, საბჭო სექტემბრიდან ახალ ფუნქციებს შეითავსებს. წლის ბოლომდე კი საბჭოს შემადგენლობა 13-დან 9-მდე შემცირდება. ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს ეწურება. ემზარ გოგუაძის, როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან. 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობს. მისი უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს იწურება.
XS
SM
MD
LG