Accessibility links

logo-print

თურქეთის გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


თურქეთის არმიის ყოფილ სარდალ, გენერალ ილქერ ბაშბუგს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მთავრობის დამხობის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. გენერალი ბაშბუგი უარყოფს ბრალდებას და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა მღელვარება სტამბოლთან ახლომდებარე სასამართლოს წინ, სადაც წესრიგის დასამყარებლად მთავრობა სპეცდანიშნულების პოლიციური ძალები გადაისროლა. თურქეთის სასამართლომ დაიწყო განაჩენების გამოტანა 275 ადამიანისთვის, რომლებიც მთავრობის დამხობის შეთქმულებაში მონაწილეობა ბრალდებათ. 21 პირს განაჩენი უკვე გამოუტანეს, მათ 20 წლამდე სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენები ინდივიდუალურად იქნა გამოცხადებული. ბრალდებულთა შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები, ასევე იურისტები, მეცნიერები და ჟურნალისტები. წაყენებულ ბრალდებათა შორის არის „ტერორისტულ გაერთიანება“ „ერგენექონში“ წევრობა, ასევე ცეცხლის გაჩენა, იარაღის უკანონო შენახვა და პრემიერის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ შეირაღებული ამბოხებისკენ წაქეზება. თურქეთის სეკულარულმა ოპოზიციამ დაგმო სასამართლო, როგორც მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა დადუმების მიზნით გაჩაღებული ბრძოლა.
XS
SM
MD
LG