Accessibility links

logo-print

ერაყში ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი ექსტრემისტები დახოცეს


ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი დაახლოებით სამი ექსტრემისტი დახოცეს. ოპერაცია ქვეყნის ჩრდილოეთში ჩატარდა. ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა, აღნიშნა, რომ ექსტრემისტები ქალაქ სულაიმან ბეკის მახლობლად გაანადგურეს. იმავდროულად, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ქალაქ მადიანში, რომელიც ბაღდადიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, ელექტროგენერატორის მფლობელი და მის ვაჟი მოკლა. აღნიშნული ინცინდენტი გაგრძელებაა ერაყში დაწყებული ძალადობისა, რასაც თან ახლავს პოლიტიკური და რელიაგათშორისი დაძაბულობა. კვირას, ერაყის მასშტაბით მომხდარ თავდასხმებში 15 კაცი, მათ შორის ერთი მოსამართლე დაიღუპა. ივლისიდან მოყოლებული კი ერაყში ძალადობისას დაახლოებთ 1000 კაცია დაიღუპა, რაც 2008 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
XS
SM
MD
LG