Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატიური მისიების დახურვის მიზეზი ალ-ყაიდის გზავნილი გახდა


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მიზეზი, რის გამოც ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებმა დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები, არის ალ-ყაიდის ლიდერის გზავნილი. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც დაზვერვამ მოიპოვა, „სავარაუდოდ, არის ყველაზე სპეციფიკური და სარწმუნო საფრთხე, რაც კი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყოფილა“. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ მოიპოვა ალ-ყაიდის ლიდერ აიმან ალ-ზავაჰირის მიერ იემენში თავისი მოადგილისთვის გაგზავნილი ინფორმაცია დაგეგმილი მასშტაბური ტერაქტების შესახებ. ამ გზავნილების საფუძველზე, აშშ-მა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 25 დიპლომატიური მისიის მუშაობა შეაჩერა. იმავე ქვეყნებში დიპლომატიური ოფისები დროებით დახურეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ. ეს პაუზა მუსულმანთა რელიგიური დღესასწაულის - რამადანის დასრულებამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG