Accessibility links

logo-print

აშშ-ში დაიწყო 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული მაიორის სასამართლო პროცესი


დღეს აშშ-ში სამხედრო ტრიბუნალზედაიწყო მაიორ ნიდალ ჰასანის საქმის განხილვა. სამხედრო პროკურორმა ჟიურის, ფორდ ჰუდის ბაზაზე პროცესის გახსნისას განუცხადა, რომ მაიორმა ნიდალ ჰასანმა დაგეგმა, „მოეკლა, რაც შეიძლებოდა, ბევრი ჯარისკაცი“. 2009 წლის ნოემბერში ტეხასის შტატში, ფორტ ჰუდის ბაზაზე ნიდალ ჰასანმა 13 ჯარისკაცი დახოცა. მას ბრალად ედება 13 განზრახ მკვლელობა და 32 განზრახ მკვლელობის მცდელობა. 30-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა სროლის დროს. მათი ნაწილი სასამართლოზე მოწმედ წარდგება. ნიდალ ჰასანი აღიარებს ჩადენილს. ის სასამართლოზე ადვოკატის გარეშე წარდგება. ჰასანი თვლის, რომ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით მან დაიცვა სხვების, კერძოდ - „თალიბანის“ იმ მეომრების სიცოცხლე, რომლებიც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებს ებრძვიან. ნიდალ ჰასანს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. 1961 წლის შემდეგ აშშ-ში მოქმედი სამხედროს პირისთვის სიკვდილი არ მიუსჯიათ.
XS
SM
MD
LG