Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი მოუწოდებს მის მოქალაქეებს დაუყოვნებლად დატოვონ იემენი


შესაძლო ტერორისტული თავდასხმების მაღალი საფრთხის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უბრძანა მისი უწყების ქვედა რგოლის წარმომადგენლებს და მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, რომ დაუყოვნებლად დატოვონ იემენი. გაფრთხილებას წინ უძღოდა აშშ-ის ათობით დიპლომატიური მისსი დახურვა ახლო აღმოსავლეთს და აფრიკის კონტინენტზე. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ ასევე დახურეს საკუთარი საელჩოები რეგიონში. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცსამსახურების ხელთ იგდეს ალ ყაიდის ლიდერის აიმან ალ ზავაჰირის მესიჯი, რომელიც მოუწოდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის იემენის ფრთას, რათა განახორციელოს ტერორისტული თავდასხმები. უფრო ადრე, უშიშროების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელდა ცნობა, ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავის მიერ ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი ექსტრემისტის განადგურების თაობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნებული არიან, რომ დახოცილთაგან ორი ალ ყაიდის მმართველი წრეების წარმომადგენლები არიან.
XS
SM
MD
LG