Accessibility links

ინდოეთი აცხადებს, რომ მათი მესაზღვრეები პაკისტანელმა სამხედროებმა დახოცეს


ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ხუთი ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს ორი ქვეყნის სადავო, ქაშმირის საზღვარზე. ჯამუსა და ქაშმირის უფროსმა მინისტრმა ომარ აბდულაჰმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინცინდენტი ორი ქვეყნის გამყოფი დე ფაქტო საზღვრის, „კონტროლის ხაზის“ გასწვრივ, პაკისტანის ჩრდილოეთში მოხდა. ინდოეთის სამხედრო უწყებმა მომხდარ თავდასხმას 2003 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეში დარღვევა“ უწოდა. პაკისტანის არმიის ხელმძღვანელობა კი უარყოფს საზღვარზე რაიმე სახის შეიარაღებულ შეტაკებას.
XS
SM
MD
LG