Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა


გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯებით ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრების არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას და ქართულ პოლიციაში განხორციელებული პროგრესის დანერგვას - ამის შესახებ დღეს თელავში განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ადგილობრივ საპატრულო პოლიციას ახალი ავტომობილები გადასცა. დღესვე სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმად, წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, გახსნის მაჩვენებელი კი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს. ეს სტატისტიკა ირაკლი რარიბაშვილმა დიდ წარმატებად და თითოეული პოლიციელის დამსახურებად შეაფასა იმ ფონზე, როცა ამნისტიით 14 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა და ვისაც პოლიციის წარმატება არ უხარია, ქვეყნის მტერია.
XS
SM
MD
LG