Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გაიოლდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრების გადმოწევას ძირითადად სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს. რადიოსადგურ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოლიმპიადის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გაიოლდება და უფრო პოზიტიური და კონსტრუქციული გახდება. შეკითხვას, გამოიყენება თუ არა რუსეთთან ურთიერთობაში აფხაზეთი ბუფერად, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ თუ მართლაც ასეთი აღქმა არსებობს, ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს, რადგან საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში არანაირი ბუფერი არ სჭირდება. ”რაც შეეხება თავად აფხაზეთს, ერთადერთია მეგობრული გზა, არცერთ შემთხვევაში ძალა ნახსენებიც კი არ უნდა იყოს და ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, რათა მათ თანაცხოვრების ინტერესი გაუჩნდეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG