Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენას დასჭირდება დიდი დრო


საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რადიოსადგურ ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელთან ჯეიმს ბრუკთან ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა არც ძალიან ახლო, თუმცა, არც ძალიან შორეული პერსპექტივაა. ”შეხვედრას სჭირდება დრო, უფრო მეტი პოზიტივი და ორმხრივი ურთიერთობის მეტად მოთელვა, რისთვისაც ჩვენი მხრიდან არსებობს მზაობა და სურვილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ რუსეთთან შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღადგინა სავაჭრო ურთიერთობა, რომლის გაფართოება შესაძლებელია ისევე, როგორც მუდმივი ავიარეისების აღდგენა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება, ან საერთოდ გაუქმება. ”რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენას დასჭირდება დიდი დრო და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ” - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG