Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები თალიბებთან საიდუმლო მოლაპარაკებას მართავენ


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენლები და თალიბები საიდუმლო მოლაპარკებას მართავენ სამშვიდობო ინიციატივების გამოსაცოცხლებლად. ავღანეთის მშვიდობის უზენაესი საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შაჰზადა შაჰედმა, ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ თალიბთა ზოგიერთ ლიდერთან მოლაპარაკება ხდება ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც. დაწყებული დისკუსიის თაობაზე სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“, დაუდასტურეს თალიბთა ოსიფში, კატარში, დოჰაში. ავღანეთში 12 წლიანი ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკება წელს ივნისში, თალიბების ამ ოფისის გახსნის შემდეგ იგეგმებოდა. შემდეგ ეს მოლაპარაკება, რომელშიც აშშ-ის დიპლომატებიც იყვნენ ჩართული, გადაიდო. ჰამიდ კარზაიმ მაკაცრად გააკრიტიკა თალიბჰები, რომლებიც დოჰის ოფისში მათი მმართველობისდროინდელ სიმბოლიკას იყენებენ.
XS
SM
MD
LG