Accessibility links

logo-print

სირიელმა მეამბოხეებმა ალეპოსთან ავიაბაზა დაიკავეს


სირიელმა მეამბოხეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას ებრძვნიან, სამშაბათს დაიკავეს თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში მდებარე ავიაბაზა „მანაჰი“. ბრიტანეთში მოქმედი სირიელი უფლებადამცავები იტყობინებიან, რომ ბაზა, რომელსაც მეამბოხეები შარშანდლიდან ცდილობენ, აიღონ, მათ 24 საათში დაიკავეს. სამთავრობო ძალებისთვის ამ ბაზის დაკარგვა დიდ დანაკლისად მიიჩნევა, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი პუნქტის დაკარგავას წარმოადგენს. იტყობინებიან ასევე მეამბოხეთა მიერ ლატაკიის პროვინციაში დასახლებული პუნქტების დაკავების გამო. მთავრობის ჯარებმა ახლახან მიაღწიეს მსხვილ გამარჯვებებს დამასკში, ჰომსში და ალეპოს ზოგიერთ რაიონში.
XS
SM
MD
LG