Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი სირიაში დემოკრატიული არჩევნებისთვის მხარდაჭერისკენ მოწოდებით გამოდის


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ თეირანში პრესკონფრენეციაზე მოუწოდა უცხოეთს, მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, სირიაში დემოკრატიულ არჩევნებს გაუწიონ მხარდაჭერა. სირიის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზით მოხდება, არა - სამხედრო, თქვა მან. როჰანის თანახმად, სირიაში უცხოეთიდან შესული მეამბოხეები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სირიასთან, მხოლოდ ტერორისიტები არიან და სასწრაფოდ უნდა დატოვონ ქვეყანა. ირანი, პრეზიდენტის თქმით, გმობს სირიელი ხალხის საქმებში უცხოეთიდან ჩარევას და ძალადობისთვის მხარდაჭერას. მაგრამ, მზად ვართ, მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარების თაობაზე უცხოეთთან ვითანამშრომლოთ, თქვა როჰანიმ პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ თავის პირველ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG