Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებებმა 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა


ბაღდადში დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 31 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა 90-ზე მეტი. აფეთქებები ბაზრებში და მაღაზიებთან ახლოს მოეწყო, ბაღდადის სხვადასხვა რაიონში. ერაყში სულ უფრო მატულობს ძალადობა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დაძაბულობის ფონზე.
XS
SM
MD
LG