Accessibility links

logo-print

აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა


2008 წლის აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან ხუთ წლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით, კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავაც უგულებელყოფს და არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით შემუშავებული და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს. მიუხედავად ზემოთქმულისა, აღნიშნულია განცხადებაში, საქართველოს მთავრობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ ნორმალიზებას ცდილობს.
XS
SM
MD
LG