Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მსახიობი და მწერალი ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადის გაუქმებას სთხოვს


ბრიტანელი მსახიობი და მწერალი, სტივენ ფრაი, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვს, გააუქმოს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა. თავის წერილში, რომელიც მწერლის საინტერნეტო საიტზე გამოქვეყნდა, და რომელიც მან კომიტეტს გაუგზავნა, ფრაი სპორტის სფეროს მოხელეებს მოუწოდებს, გაიხსენონ 1936 წელი, როცა ოლიმპიადის ჩატარებამ ბერლინში, „გააძლიერა ჰიტლერის რეჟიმი ქვეყნის შიგნით და გარეთ“. იმ წლებში ებრაელთა დევნას, ფრაი ადარებს რუსეთში ხელისუფლების მიერ ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალთა და ტრანსექსუალთა მიმართ მოპყრობას. „მათი ცემა, ხოცვა და დამცირება სამართლადამცავთა მიერ უგულებელყოფილია, წერს ფრაი, და აღნიშნავს, რომ „რადაც უნდა დაჯდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, არ უნდა მიიღოს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აღიარება“.

XS
SM
MD
LG