Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა რუსეთში სტუმრობისას ვლადიმირ პუტინს არ შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ აპირებს რუსეთში ჩასლვას, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება პეტერბურგში. ამის შესახებ ობამამ აშშ-ის ტელეარხ „ენ-ბი-სის“ განუცხადა.
დასავლეთის სააგენტოების თანახმად, ეს ცნობა თეთრ სახლზე დაყრდნობით ვრცელდება, ობამა რუსეთში ყოფნისას, თავის კოლეგას, ვლადიმირ პუტინს არ შეხვდება, რადგან „ასეთი მოლაპარაკებას არ აქვს აზრი არესებულ ვითარებაში“.
ობამამ, ტელეარხს მანამდე განუცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია მოსკოვის ქმედებით, მიეცა დროებითი თავშესაფარი აშშ-ის სპეცსამსახურის კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს. ობამას თქმით, რუსეთი პერიოდულად უბრუნდება „ცივი ომის“ დროინდელ ცნობიერებას და თვლის მნიშვნელოვნად, უთხრას პრეზედენტ პუტინს, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, რომ საჭიროა მომავალზე ფიქრი, სწრაფვა უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისკენ. ამერიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა რუსეთში მიღებული კანონი, რომელიც აკრძალავს ჰომექსუალურ პროპაგანდას არასრულწლოვანთა შორის. იქვე მან აღნიშნა რუსეთის მხარდაჭერა ავღანეთის პროექტებში.
XS
SM
MD
LG