Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის მდგომარეობაზე მსჯელობდნენ


ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე სასაუბროდ დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრები. მათი და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრისას ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზები და ვითარების გამოსწორების გზები განიხილეს. ”ჩვენ მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია და ძალიან იმედიანად ვართ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ისე პარლამენტის წევრები”, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს მთავარ პროკურორსაც უნდა შეხვედროდა, თუმცა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს აცნობა, რომ არჩილ კბილაშვილი ქუთაისში ვერ ჩავა. ”წუხელ დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა, დეტალები არ უთქვამს, მაგრამ დამაინტრიგა, რომ საქმე მნიშვნელოვანიაო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG