Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეთა დაჯგუფება პაკისტანის ყოფილი პრემიერის ვაჟის გატაცებას კისრულობს


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იუსუფ რაზა გილანის ვაჟის გატაცებისთვის პასუხიმგებლობა ნაკლებად ცნობილმა ექსტრემისტულმა გაერთიანებამ იკისრა. „ალ-მანსურის ბრიგადის“ წარმომადგენელმა ტელეფონით შეატყობინა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს, რომ ალი ჰაიდერ გილანი მის წევრებს ჰყავთ დატყვევებული. ყოფილი პრემირის ვაჟი გაიტაცეს წინასაარჩევნო მიტინგზე, მის მშობლიურ ქალაქ მულთანში. ეს მოხდა 11 მაისის არჩევნებადმე ორი დღით ადრე. გატაცებული რეგიონულ საბჭოში იყრიდა კენჭს. მაშინ პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ნომერი, საიდანაც დარეკა „ალ-მანსურის ბრიგადის“ წევრმა, ავღანეთის სატელეფონო კოდით იწყებოდა.
XS
SM
MD
LG