Accessibility links

logo-print

იემენის ხელისუფლება: ალ-ყაიდის განზრახვა ჩაიშალა


იემენის ხელისუფალთა ცნობით, ჩაიშალა ალ ყაიდის განზრახვა, დაეკავებინა ქვეყნის საკვანძო ნავსადგურები და მილსადენები. რაჯეჰ ბადი, პრემიერის, მუჰამად სალემ ბასინდვას მრჩეველი, აცხადებს, რომ ოპერაციაში ჩართული იყო ათეულობით მებრძოლი, რომლებსაც იემენის არმიის ფორმა აცვათ. იერიში გასული კვირისთვის იყო დაგეგმილი. იემენის განცხადებით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა ალ ყაიდის სულ მცირე 6 სავარაუდო წევრი დახოცეს. ეს ინციდენტები მოხდა აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილების შემდეგ, დაეხურათ საელჩოები ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
XS
SM
MD
LG