Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს აქციების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ


ეგვიპტის დროებითი პრემიერ-მინისტრი, ჰაზემ ელ-ბებლავი „საბოლოოს“ უწოდებს გადაწყვეტილებას დამხობილი პრეზიდენტის მომხრეების მჯდომარე აქციის დაშლის შესახებ. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა უკვე კარგავს მოთმინებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს დემონსტანტებს, მალე შეწყვიტონ აქცია, დაუბრუნდნენ ოჯახებს და სამუშაო ადგილებს. მუჰამად მურსის მომხრეები კაიროს ორ მოედანზე მართავენ საპროტესტო აქციებს მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პრეზიდენტი გადააყენეს. დემონსტრანტებისადმი პრემიერ-მინისტრის გაფრთხილება მოჰყვა დროებითი მთავრობის განცხადებას, რომ ეგვიპტის პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის მცდელობა ჩაიშალა, რაზეც პასუხისმგებლობა, დროებითი მთავრობის შეფასებით, მუჰამად მურსის მხარდამჭერ ორგანიზაციას, „მუსლიმთა საძმოს“ ეკისრება.
XS
SM
MD
LG