Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ალ-ყაიდა დასუსტებულია, მაგრამ კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს


გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა წარუდგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც ალ-ყაიდის ლიდერი ცდილობს გააერთიანოს სხვადასხვა დაჯგუფება, თუმცა ტერორისტული ქსელი კვლავაც მზარდ საფრთხედ რჩება. ალ-ყაიდის შესახებ ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხშაბათს გადაეცა. ავტორების ინფორმაციით, ალ-ყაიდის ახალი ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირმა ვერ მოახერხა დაჯგუფებისთვის პაკისტანში ლიდერობის დაბრუნება. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაჯგუფება კვლავაც ცდილობს ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და ახალი სამიზნეების გამოვლენას, თუმცა მათ დღესაც შესწევთ თავდასხმების განხორციელების უნარი. ანგარიშის თანახმად, ალ-ყაიდა და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები დღეს უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ მხოლოდ სუსტი იდეოლოგიური კავშირი და ტერორიზმისკენ სწრაფვა აერთიანებთ.
XS
SM
MD
LG