Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენის მამა პუტინის მიმართ პატივისცემას გამოხატავს


აშშ-ის სადაზვერვო უწყების ყოფილი კონტრაქტორის ედვარდ სნოუდენის მამამ - ლონ სნოუდენმა „როიტერს“ უთხრა, რომ სჯერა - რუსეთის პრეზიდენტს ვერ შეარყევს აშშ-ის ზეწოლა და არ დაუშვებს ედვარდ სნოუდენის ექსტრადიციას. ლონ სნოუდენი აცხადებს, რომ პატივს სცემს პუტინს იმ სიმტკიცისთვის, რაც მან ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილებით გამოიჩინა. ედვარდ სნოუდენი მოსკოვში 23 ივნისს ჩაფრინდა. მან ხუთი კვირა გაატარა აეროპორტის სატრანზიტო ზონაში და პირველ აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარი მიიღო.
XS
SM
MD
LG