Accessibility links

logo-print

პაკისტანი თავისი მოქალაქის დაჭრაში ადანაშაულებს ინდოეთს


პაკისტანელი სამხედროები ინდოელ ჯარისკაცებს ადანაშაულებენ ქაშმირის რეგიონში, საზღვართან პაკისტანელი სამოქალაქო პირის დაჭრაში. ოფიციალური პირების ცნობით, ინდოელმა ჯარისკაცებმა დღეს დილით ესროლეს დასახლებას, რომელიც ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში მდებარეობს, და „სერიოზულად“ დაჭრეს ერთი ადამიანი. ეს ბრალდება მოჰყვა ინდოეთის განცხადებას, რომ პაკისტანის არმია მონაწილეობდა სამშაბათს განხორციელებულ თავდასხმაში, რომელმაც ხუთი ინდოელი ჯარისკაცი შეიწირა. როგორც ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ხუთშაბათს პარლამენტში განაცხადა, ნათელია, რომ პაკისტანის სპეცდანიშნულების ჯარი იდგა ქაშმირში ინდოეთის არმიის პატრულზე მოწყობილი თავდასხმის უკან. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდასხმა ავნებს ორმხრივ ურთიერთობას და ინდოეთმა შესაძლოა, საპასუხო სამხედრო ზომას მიმართოს. პაკისტანი უარყოფს ინციდენტთან კავშირს. ინდოეთმა და პაკისტანმა ორჯერ იომეს ქაშმირისათვის, რომელზეც ორივე აცხადებს პრეტენზიას.
XS
SM
MD
LG