Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა უარყოფს ცნობას პრეზიდენტის ავტოკოლონაზე თავდასხმის შესახებ


სირიის ინფორმაციის მინისტრი უარყოფს ცნობას, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა პრეზიდენტის ავტოკოლონაზე თავდასხმის შესახებ. მეამბოხეების გაერთიანება „სირიის თავისუფალ არმიაში“ შემავალმა ჯგუფმა, ტაჰრირ ალ-შამმა კერძოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ავტოკოლონას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. სხვა აქტივისტებიც იუწყებიან სარაკეტო ცეცხლზე დამასკში, მალკის რაიონში. მაგრამ ინფორმაციის მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა ცნობებს, რომ პრეზიდენტის კორტეჟზე იერიში მოეწყო.
XS
SM
MD
LG