Accessibility links

logo-print

ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ


რუსეთთან ომის მეხუთე წლისთავის გამო საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ამ ბიჭების გმირობის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა დრო მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძებისა, რომელმაც საბოლოო ჯამში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა”. სააკაშვილის შეფასებით, ვინც ომიდან ხუთი წლისთავზე ამბობს, რომ დამნაშავე საქართველოა, პირდაპი იმეორებს რუსეთის პროპაგანდას და მიმართულია სიმართლის და ქვეყნის წინააღმდეგ. პრეზიდენტის განცხადებითვე, "პოლიტიკოსის ქმედებები იზომება არა იმით, ვინ რას ამბობს, არამედ წლების განმავლობაში მის მიერ გატარებული პოლიტიკით."
XS
SM
MD
LG