Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილს სჯერა, რომ საქართველო სწორ დასკვნებს გამოიტანს ისტორიის ტრაგიკული დღეებიდან


გორში ფიცი დადო 700-მა სამხედრო მოსამსახურემ. საზეიმო ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ფიცის დადება ხდება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის მორიგ წლისთავზე. „პატივი და დიდება ყველა იმ ჯარისკაცსა და ოფიცერს, ვინც გმირულად იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს. სამარადისო ხსოვნა ომში დაღუპულ ადამიანებს - იქნება ეს ქართველი, თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქე,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან გამოთქვა რწმენა, რომ ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან საქართველო შეძლებს სწორი დასკვნების გამოტანას და „სწორად გათვლილი სამომავლო გეგმების დასახვას“. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გორში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას ისევ მოიხსენია საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია „სტრატეგიულ არჩევნად“, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.
XS
SM
MD
LG