Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა 38 ადამიანი, ძირითადად პოლიციელები


პაკისტანში 38 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დასაფლავებაზე შეკრებილ ხალხში. ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში, მის დედაქალაქ კვეტაში მოხდა. პოლიციის ცნობით, დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლის დიდ ნაწილს პოლიციელები შეადგენენ. ისინი მისული იყვნენ კვეტაში მოკლული კოლეგის დასაფლავებაზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG