Accessibility links

logo-print

ურალის რეგიონში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა


რუსეთში, ურალის რეგიონში წყალდიდობამ ორი ადამიანი შეიწირა. ჩელიაბინსკის ოლქის პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჯებირი გაანგრია, წყალმა წაიღო ავტომანქანა, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ათასამდე ადამიანია ევაკუირებულია ჩელიაბინსკის რაიონში და მეზობელ ბაშკირეთის რესპუბლიკაში. ხუთშაბათს წყალდიდობამ ამურის ოლქიც დააზარალა.
XS
SM
MD
LG