Accessibility links

logo-print

რუსეთი ყაზახეთს მოუწოდებს უკრაინიდან შოკოლადის იმპორტის შეწყვეტისაკენ


რუსეთის ფედერალური სამსახური „როსპოტრებნადზორი“ ყაზახეთს მოუწოდებს, აკრძალოს უკრაინის კომპანია „როშენის“ ნაწარმის იმპორტი. „როშენი“ ტკბილეულს ამზადებს. თვით „როსპოტრებნადზორმა“ 29 ივლისს აკრძალა ამ კომპანიის ნაწარმის რუსეთში იმპორტი, რადგან, მისივე განმარტებით, რძის შოკოლადის შემოწმებისას აღმოაჩინა ბენზოპირენი - კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც საფრთხის შემცველია ადამიანის ორგანიზმისათვის. კომპანია „როშენი“ ბრალდებებს უარყოფს. ყაზახეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა, რომ იმპორტის აკრძალვის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ „როშენის“ ნაწარმისათვის შემოწმების ჩატარების შემდეგ. უკრიანული კომპანიის ტკბილეული ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში იყიდება, ისევე როგორც კანადაში, გერმანიაში, ისრაელსა და შეერთებულ შტატებში. წარსულში რუსეთს არაერთხელ დაუწესებია აკრძალვა პროდუქტის იმპორტზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მათ შორის საქართველოდან, მოლდავეთიდან, ბელორუსიიდან, მათთან პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოებისას.
XS
SM
MD
LG