Accessibility links

ირაკლი ალასანია: ქვეყანა მაინც ფეხზე დგება და აშენებს თავდაცვის სისტემას


მიუხედავად დიდი დარტყმისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ხუთი წლის წინ მიიღო, ქვეყანა მაინც ფეხზე დგება და აშენებს თავდაცვის სისტემას და არმიას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ყველა გამოწვევას ადეკვატურად უპასუხოს - განაცხადა დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც საგურამოში სერჟანტთა მომზადების სკოლაში დაესწრო მეთაურობის გადაბარების ცერემონიას. სერჟანტთა სასწავლებლis ხელმძღვანელის პოსტზე მაიორი ზურაბ ხვიჩია მაიორმა ლაშა დავითაძემ შეცვალა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სერჟანტები წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების ხერხემალს და სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გაწვრთნილი და მობილიზებული იქნება საქართველოს არმია. ირაკლი ალასანიამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის თქმით, 20 წლის განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნე ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა აფხაზებსა და ოსებთან შინაარსიან კონტაქტებს, შერიგებას და ნდობის აღდგენას. ”დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკა, რომელიც ახლა ავირჩიეთ, ადამიანური ურთიერთობების და საზოგადოებებს შორის ხიდების აღდგენა და სახალხო დიპლომატია არის ის, რასაც შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგება უნდა დაეფუძნოს” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის ვერც რუსეთი და ვერცერთი სხვა მხარე.
XS
SM
MD
LG