Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებზე საუბრობს


27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ძალადობის ფაქტებზეა საუბარი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ნაციონალური მოძრაობის მიერ ზოგიერთ ქალაქში ჩატარებული პრაიმერის დროს მომხდარ ინციდენტებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს ძალადობის თითოეულ ფაქტს. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ”სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი გასცა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება, რადგან საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდა. გარდა ამისა, სადამკვირვებლო ოარგანიზაცია აღნიშნავს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას, სადაც მისი, როგორც კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. "ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პოზიციას თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ” - ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შუალედურ ანგარიშში. ორგანიზაციის განცხადებითვე, საქართველოს კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას არ უკრძალავს და შესაბამისად, ცსკ-ის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქოებს მქონე პირთა კანდიდატად დარეგისტრირების განცხადების მიღებაზე უარის თქმით მოახდინა კონსტიტუციის არასწორად ინტერპრეტაცია.
XS
SM
MD
LG