Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 13 სექტემბერს ბიშკეკში შეხვდება ირანის ახალ პრეზიდენტ ჰასან როჰანის. პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად ჩატარდება. ირანს მეთვალყურის სტატუსი აქვს ამ ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთთან და ყირგიზეთთან ერთად ჩინეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი შედიან. უშაკოვის ინფორმაციით, შეხვედრა ჰასან როჰანის თხოვნით ჩატარდება. პუტინი ივლისში, მოსკოვში შეხვდა როჰანის წინამორბედს ირანის პრეზიდენტის პოსტზე, მაჰმუდ აჰმადინეჟადს. ამასთან, კრემლი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს პუტინი მიმდინარე თვეში თეირანში ვიზიტს გეგმავდეს.
XS
SM
MD
LG