Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანს მოუწოდებენ, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ოპონენტები


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ ბაქოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც "ოპონენტების წინააღმდეგ წინასაარჩევნო რეპრესიების" შედეგად არიან დაკავებული. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია „სინდისის პატიმრებად“ მოიხსენიებს, სულ ცოტა, 14 პირს, რომელიც აზერბაიჯანში 9 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს. „ამნესტი“ ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატ ილგარ მამადოვზე, ჟურნალისტებზე ტოფიკ იაგუბლუსა და ჰილალ მამადოვზე, ახალგაზრდა აქტივისტებზე დაშგინ მელიკოვსა და ილკინ რუსტამზადეზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მესამე ვადით აქვს წამოყენებული თავისი კანდიდატურა. ოპოზიცია მას კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG