Accessibility links

ვაშინგტონში იმართება აშშ-ის და რუსეთის მინისტრების შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ურთიერთობის გამწვავების მიუხედავად, ვაშინგტონს რუსეთთან კვლავაც აქვს „საერთო ინტერესები“. ვაშინგტონში, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დაწყებისას კერიმ აღნიშნა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში „გამოწვევებიაო“.დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა თეთრ სახლში გაკეთებული განცხადება, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აუქმებს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სექტემბრისთვის დანიშნულ პირისპირ შეხვედრას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ზრდასრულებს შეეფერება. სწორედ ამას ვცდილობთ და იმედი გვაქვს ეს მცდელობა ორმხრივი იქნებაო“. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი და მისი რუსი კოლეგა, სერგეი შოიგუ. როგორც ვარაუდობენ, შეხვედრაზე განიხილავენ ვითარებას ავღანეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში, ისევე როგორც აშშ-სა და ევროპის ქვეყნების გეგმას ანტი-სარაკეტო სისტემის აგების თაობაზე, რომელსაც რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება. აშშ-სა და რუსეთს შორის კავშირები დაიძაბა მოსკოვის გადაწყვეტილების გამო დროებითი თავშესაფარი მიეცა აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორის, საიდუმლო ინფორმაციის საჯაროზე გამომტანი პირის, ედვარდ სნოუდენისთვის.
XS
SM
MD
LG