Accessibility links

logo-print

თურქეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს


თურქეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს არ ჩავიდნენ ლიბანში, თუკი აუცილებელი საქმე არ აქვთ - უკვე ლიბანში მყოფებს კი სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. გაფრთხილების ფონია თურქეთის ავიახაზების ორი პილოტის გატაცება, რაც პარასკევს, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მოხდა. პილოტები წაიყვანეს ავტობუსიდან, რომლითაც ეკიპაჟის წევრები და მგზავრები აეროპორტის ტერმინალიდან სასტუმროსკენ მიდიოდნენ. ლიბანის მედიის ცნობით, გატაცებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ზუვარ ალ-იმამ რიდას სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ. გავრცელებული ცნობებით, ჯგუფი აცხადებს, რომ თურქ პილოტებს გაუშვებს სირიაში დაპატიმრებული ცხრა ლიბანელი მომლოცველის განთავისუფლების სანაცვლოდ. თურქეთი მხარს უჭერს სირიელ მეამბოხეებს, მაშინ როცა ლიბანის შიიტური დაჯგუფებები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარეს არიან.
XS
SM
MD
LG