Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ანტიჰომოსექსუალურ კანონზე განმარტებას ითხოვს


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთისგან უფრო მეტი ახსნა-განმარტების მიღება სურს ჰომოსექსუალობის საწინააღმდეგო კანონზე, რომელიც ჩრდილს აყენებს მომავალი წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მიმდინარე მზადებას. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ განაცხადა, ორგანიზატორებისგან დაპირებები მივიღეთ, თუმცა კვლავ რჩება გარკვეული ბუნდოვანი საკითხები, რომლებიც განმარტებას საჭიროებსო. კამათის საგნად ქცეულ კანონს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ივნისში მოაწერა ხელი. კანონი კრძალავს „არატრადიციული სექსუალური კავშირების პროპაგანდას“ და ჯარიმებს უწოდებს გეი პრაიდის მომწყობ პირებს. კანონმა გამოიწვია ძლიერი საერთაშორისო კრიტიკა და მოწოდებები სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ. როგემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დისკრიმინაციისგან თავისუფალი თამაშების გამართვა სურს და დასძინა - „სპორტი ადამიანის უფლებაა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს - რასის, სქესის და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად“.
XS
SM
MD
LG