Accessibility links

logo-print

ობამა: რუსეთთან ურთიერთობაში „პაუზაა“ გადახედვის მიზნით


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ვაშინგტონი პაუზას იღებს და გადახედავს რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან „წარსულზე ორიენტირების“ გამო. ობამამ ჟურნალისტებს პარასკევს განუცხადა, რომ პუტინს მოუწოდებს „წარსულის ნაცვლად მომავალზე იფიქროს“. ობამას თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პროგრესი შეინიშნებოდა მანამ, სანამ პუტინი 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, საქმე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობასთან ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ადამიანის უფლებების საკითხი და რუსეთში შემოღებული ანტი-ჰომოსექსუალური კანონმდებლობა. ამ საკითხების გარდა, მოსკოვმა ვაშინგტონის გულისწყრომა გამოიწვია დროებითი თავშესაფრის გამოყოფით აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისთვის - რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილია სათვალთვალო პროგრამის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის საჯაროზე გატანის გამო. ობამას განცხადებით, აშშ-ის სათვალთვალო და სადაზვერვო პროგრამებს შეისწავლის დამოუკიდებელი ჯგუფი, რათა ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდები შესაბამისობაში მოვიდეს აშშ-ის ინტერესებთან და ღირებულებებთან.
XS
SM
MD
LG